05 slide 04 slide 03 slide 02 slide 01 slide

IT Invest-ის შესახებ

იუ–ჯი–თი ჯგუფმა დაარსა საქართველოში პირველი საინვესტიციო კომპანია, რომელიც ინვესტიციებს განახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიებითან (IT) დაკავშირებულ ინოვაციურ პროექტებში.

კომპანიის მიერ ინვესტიციები განხორციელდება როგორც ახალ, ბაზრისთვის ინოვაციურ პროექტებში IT მიმართულებით, ასევე უკვე არსებულ ისეთ კომპანიებში, ვისთვისაც IT Invest – თან თანამშრომლობა ახალი წარმატებების და სწრაფი განვითარების წინაპირობა გახდება. ჩვენ ვეძებთ IT სფეროთი დაინტერესებულ ენერგიულ, ინოვაციურ, მიზანმიმართულ ადამიანებს. მათ, ვისაც აქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა, საჭირო უნარები და გამოცდილება სწრაფად მზარდი კომპანია შექმნას. ჩვენ მზად ვართ ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ იდეების დახვეწაში, საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებაში, ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში.

თუ თვლით, რომ ხართ ასეთი ადამიანი და ფიქრობთ, რომ ძლიერი პარტნიორის დახმარებით რთული მიზნების მიღწევა შეგიძლიათ, ასევე გაინტერესებთ IT და მზად ხართ ამ ინტერესით სხვებიც დამუხტოთ, დაგვარწმუნეთ ამაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ.

ფონდის შექმნით რა თქმა უნდა, იუ-ჯი-თიც მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს. ჩვენ გვექნება საშუალება გავიცნოთ ბევრი ნიჭიერი ენერგიული ადამიანი, რომლებსაც აქვთ უნარი შექმნან რაღაცა ახალი და საინტერესო IT სფეროში.

ფონდის მეშვეობით ჩვენ ასევე გვექნება საშუალება ბევრი ახალი საინტერესო წამოწყების აქტიური თანამონაწილეები გავხდეთ, საიდანაც ჩვენი კომპანია როგორც დამატებით ცოდნას ისე ფინანსურ სარგებელსაც მიიღებს.

იმედი გვაქვს, რომ ფონდი, მისი საქმიანობით ქვეყანაში IT ბაზრის ჩამოყალიბების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს, რაც ჩვენთვის, როგორც ამ ბაზრის ერთ ერთი ლიდერისათვის, მნიშვნელოვანი შედეგი იქნება რასაც ამ ფონდის შექმნით ველით.